Tuesday, April 24, 2012

ჭადრაკის ჩემპიონატი

მას შემდეგ, რაც სამოქალქო კლუბის ინიციატივით სკოლის ადმინისტრაციამ ჩაატარა ადგილობრივი ტურნირი ჭადრაკში და გამოვლინდა პირველი ადგილის მფლობელი დავით ბარლიანი. სკოლამ ეს წარმატებული ადამიანი გააგზავნა რაიონულ ტურნირზე, სადაც მან კიდევ ერთხელ დაიკავა პირველი ადგილი და მოუტანა სკოლას გამარჯვება. ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრები ულოცავენ მას ამ წარმატებას და მომავალშიც უსურვებენ უფრო დიდ მიღწევებს.

სპორტული შეჯიბრება

ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბმა გამომდინარე მოსწავლეების დიდი სურვილიდან გადაწყვიტა ჩაეტარებინა სპორტული ტურნირი სკოლის მასშტაბით, კერძოდ კი ფეხბურთსა და მაგიდის ტენისში. მოსწავლეებმა დიდი სურვილი და ინტერესი გამოთქვეს მონაწილეობის, ამიტომაც ტურნირი ძალიან საინტერესო გამოდგა. მაგიდის ტენისში გამარჯვებულ 3 ადამიანს გადაეცა დიპლომები და ფულადი პრიზები, ხოლო ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს დიპლომი და თასი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ სკოლაში გამარჯვებული ფეხბურთის გუნდი გავიდა რაიონულ ჩემპიონატზე და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.


ვაჟას საღამო


ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და ორგანიზებით სკოლაში მოეწყო ვაჟას საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბევრი აქტიური და ნიჭიერი მოსწავლე. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები და სხვა ნაწარმოებები. საღამოს ჰქონდა მუსიკალური გაფორმებაც, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები.


რა? სად? როდის?

ქ.მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოაწყო შემეცნებითი საღამო და ჩაატარა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?". თითოეული კლასიდან იყო წარდგენილი თითო გუნდი და შესაბამისად პრიზიც გადაეცა გამარჯვებულ გუნდს. იყო ასევე ნომინაციები განკუთვნილი მოთამაშეებისთვის. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით. იხილეთ ფოტომასალა: 


სკვერის გამწვანება

ჩვენი სკოლის საქმოქალაქო კლუბის წევრების ორგანიზებით და მეთაურობით გამწვანდა #5 საჯარო სკოლის სკვერი. აღსანიშნავია ის რომ მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ კეთილ საქმეში და თავინთი სკოლის სკვერის გამწვანებაში. გთავაზობთ ფოტომასალას : 



                           


Monday, February 27, 2012

პროექტი " შევაყვარით ბავშვებს წიგნი"

ჩვენი სკოლის #5 საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ და სამოქალქო კლუბის წევრმა გიორგი ხარაზიშვილმა დაწერა პროექტი და მოიპოვა დაფინანსება "მარნეულის ახალგაზრდული ბანკის" მიერ გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში. გიორგი  დაფინანსდა 640 ლარით, რაც მან გამოიყენა პროექტის განხორციელებაში, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ქ. მარნეულის 5 სკოლის ხუთ–ხუთი წარჩინებული მოსწავლე (სულ 25) დასაჩუქრდნენ წიგნებით. აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ვეფხისტყაოსანი და სხვა მხატვრული ნაწარმოები, ხოლო ქართულ ენოვან სკოლების მოსწავლეებს საკითხავი ლიტერატურა. პროექტის მიზანი იყო სტიმული მიეცა როგორც დაჯილდოვებულ მოსწავლეებისთვის, ასევე სხვა დაბალ კლასში მყოფი მოსწავლეებისთვისაც. დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა ჩვენივე სკოლაში, რისთვისაც საინიციატივო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას. პროექტი დასრულდა და მე ჩემი და სამოქალაქო კლუბის სახელით მინდა მივულოცო გიორგის ეს წარმატება.

პროექტი "დავიცვათ ბუნება, რომ ვიყოთ მისგან დაცულნი"

 ქ. მარნეულის # 5 საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლემ მარიამ ელოშვილმა დაწერა პროექტი, რომელის მიზანიც იყო ბავშვების (ახალგაზრდების) დახმარებით დაესუფთავებინათ საზოგადოების თავშეყრის ადგილები (სკოლის სკვერები, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, ეკლესიის ეზო და ა.შ.). მარნეულში აქტიურად მოღვაწეობს "მარნეულის ახალგაზრდული ბანკი", რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს რეალიზება გაუკეთონ საკუთარ იდეებს და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში. მარნეულის ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მარიამის პროექტმა, რომლის სახელიცაა "დავიცვათ ბუნება, რომ ვიყოთ მისგან დაცულნი" გაიმარჯვა და მიიღო დაფინანსება ახალგაზრდული ბანკის დონორი ორგანიზაციიდან, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან. პროექტი ღირებული იყო როგორც ჩვენი სკოლისთვის ასევე ზოგადად მარნეულისთვის, პროექტი წარმატებულად განხორციელდა და ჩვენი სამოქალაქო კლუბი  ულოცავს  პროექტის ავტორს და საინიციატივო ჯგუფს!