ჩვენი სკოლის #5 საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ და სამოქალქო კლუბის წევრმა გიორგი ხარაზიშვილმა დაწერა პროექტი და მოიპოვა დაფინანსება "მარნეულის ახალგაზრდული ბანკის" მიერ გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში. გიორგი დაფინანსდა 640 ლარით, რაც მან გამოიყენა პროექტის განხორციელებაში, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ქ. მარნეულის 5 სკოლის ხუთ–ხუთი წარჩინებული მოსწავლე (სულ 25) დასაჩუქრდნენ წიგნებით. აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ვეფხისტყაოსანი და სხვა მხატვრული ნაწარმოები, ხოლო ქართულ ენოვან სკოლების მოსწავლეებს საკითხავი ლიტერატურა. პროექტის მიზანი იყო სტიმული მიეცა როგორც დაჯილდოვებულ მოსწავლეებისთვის, ასევე სხვა დაბალ კლასში მყოფი მოსწავლეებისთვისაც. დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა ჩვენივე სკოლაში, რისთვისაც საინიციატივო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას. პროექტი დასრულდა და მე ჩემი და სამოქალაქო კლუბის სახელით მინდა მივულოცო გიორგის ეს წარმატება.
No comments:
Post a Comment