ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აირჩიეს კლუბის სახელი. მარნეულის # 5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს დაერქვა "ლელვარი", რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეული წევრისთვის. "ლელვარი" არის მარნეულის სოფელ წერაქვში არსებული მთა, მოგეხსენებათ სოფელ წერაქვში აღიზარდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი მწერლები როგორებიც არიან მიხეილ ჯავახიშვილი და ნოდარ წულეისკირი. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მთავარი მიზანია სიმაღლისკენ სწრაფვა ჩვენ გადავწყვიტეთ ასეთი სიმბოლური სახელი დაგვერქმია ჩვენი კლუბისთვის. კლუბის წევრებმა შექმნეს ლოგოც. ლოგოს მთავარი აზრი ის არის რომ კლუბის თითოეული წევრი აქტიურად არის ჩართული ყველა საქმიანობაში და ახალგაზრდები ერთად აშენებენ ნათელ მომავალს
გთავაზობთ ლოგოს ნიმუშს:
No comments:
Post a Comment