Thursday, May 26, 2011

ეკოლოგიური დღე მარნეულში


2011 წლის  23 მაისს  ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ ეკოლოგიური დღე სკოლაში. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, დარგეს ხეები და მორწყეს სკვერში არსებული სხვა მცენარეები. ასევე დასუფთავდა სკოლის შიგა ტერიტორიებიც. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები და რათქმაუნდა ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მის უშუალო შესრულებაში. მარნეულის სამოქალაქო კლუბი აქტიურად აგრძელებს ასეთი ღონისძიებების ჩატარებას და უახლოეს მომავალში დაგეგმილია კიდევ რამოდენიმე აქტივობა.

1 comment:

  1. მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი მართლაც ერთ-ერთი აქტიური კლლუბია. კარგი იქნება თუკი კლუბს სახელწოდებასაც შეურჩევთ, იფიქრებთ ლოგოსა და სლოგანზეც. ასე უფრო ცნობადი გახდებით :)
    გისურვებთ წარმატებებს, სიქა-ს გუნდი

    ReplyDelete