Saturday, May 14, 2011
ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების წევრების ვიზიტი ბოლნისის "ჭაღარაში"
30 აპრილს ქ. ბოლნისის მოხუცთა თავშესაფარ "ჭაღარა"-ს ეწვივნენ ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები. ჭაღარას გადეცა სურსათი და ასევე წიგნები ბიბლიოთეკისთვის. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს კულტურული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოხუცებიც. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმაც. ასევე პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გარდაბნის, რუსთავის და ბოლნისის სკოლებიც. პროექტის მიზანი იყო ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების დაახლოება და მცირედი წვლილის შეტანა მოხუცებულთა ერთი დღის გალამაზებაში, რადგანაც ოდესღაც ყველანი დავბერდებით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment