12 მაისს ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო ღონისძიება "ეკობორბალი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, ასევე ქვემო ქართლის სხვას სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებმაც. პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების დაახლოვება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ველო-რბოლა, ადგილობრივმა მეპარკურეებმა წარმოადგინეს სირთულის გადალახვის საინტერესო ხერხები. მოეწყო მხიარული სპორტული შეჯიბრები, რაშიც მონაწილეობა მიიღეს მარნეულის სამოქალაქო კლუბის წევრებმაც. ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ახალგაზრდებმა დაასუფთავეს პარკის მიმდებარე ტერიტორიები, წარმოადგინეს ღონისძიების მთავარ მიზანზე აგებული პოსტერები, მოეწყო გამოფენა და საუკეთესოები გამოვლინდნენ ხმის მიცემის საშუალებით. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ქ. გარდაბნის სამოქალაქო კლუბის პოსტერმა,ხოლო მეორე ადგილი დაიკავა ქ. რუსთავის #15 საჯარო სკოლამ. ჩვენ მივესალმებით მათ აქტიურობას და ვულოცავთ გამარჯვებას.
გთავაზობთ გამარჯვებული პოსტერის ამსახველ
ფოტომასალას:
რატომაც არ მოიგებდა ეს პოსტერი ჩემი დახატული მაინც არ იყოს :D
ReplyDelete