Tuesday, June 7, 2011

ჩვენი სამოქალაქო კლუბის სახელი და ლოგო

   ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აირჩიეს კლუბის სახელი. მარნეულის # 5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს დაერქვა "ლელვარი", რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეული წევრისთვის. "ლელვარი" არის მარნეულის სოფელ წერაქვში არსებული მთა, მოგეხსენებათ სოფელ წერაქვში აღიზარდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი მწერლები როგორებიც არიან მიხეილ ჯავახიშვილი და ნოდარ წულეისკირი. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მთავარი მიზანია სიმაღლისკენ სწრაფვა ჩვენ გადავწყვიტეთ ასეთი სიმბოლური სახელი დაგვერქმია ჩვენი კლუბისთვის. კლუბის წევრებმა შექმნეს ლოგოც. ლოგოს მთავარი აზრი ის არის რომ კლუბის თითოეული წევრი აქტიურად არის ჩართული ყველა საქმიანობაში და ახალგაზრდები ერთად აშენებენ ნათელ მომავალს
                         

                          გთავაზობთ ლოგოს ნიმუშს:

Wednesday, May 25, 2011

მცირე გრანტები

  ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების პროექტებიდან ერთ-ერთი დაფინანსდა, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო დღეს ქ. რუსთავში. პროექტის ავტორი გახლავთ XI კლასის მოსწავლე ლეილა მირზოევა, რომლის პროექტმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია რომ ქვემო ქართლიდან სულ 6 პროექტი დაფინსანსდა და საამაყოა რომ ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრის პროექტი იყო. 

Sunday, May 15, 2011

"ეკობორბალი" რუსთავში

   12 მაისს ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო ღონისძიება "ეკობორბალი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქ. მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, ასევე ქვემო ქართლის სხვას სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებმაც. პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა  და ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების დაახლოვება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ველო-რბოლა, ადგილობრივმა მეპარკურეებმა წარმოადგინეს სირთულის გადალახვის საინტერესო ხერხები. მოეწყო მხიარული სპორტული შეჯიბრები, რაშიც მონაწილეობა მიიღეს მარნეულის სამოქალაქო კლუბის წევრებმაც.  ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების ახალგაზრდებმა დაასუფთავეს პარკის მიმდებარე ტერიტორიები,     წარმოადგინეს ღონისძიების მთავარ მიზანზე აგებული პოსტერები, მოეწყო გამოფენა და საუკეთესოები გამოვლინდნენ ხმის მიცემის საშუალებით. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ქ. გარდაბნის სამოქალაქო კლუბის პოსტერმა,ხოლო მეორე ადგილი დაიკავა ქ. რუსთავის #15 საჯარო სკოლამ. ჩვენ მივესალმებით მათ აქტიურობას და ვულოცავთ გამარჯვებას.




                  გთავაზობთ გამარჯვებული პოსტერის ამსახველ                                                                              
                                             ფოტომასალას:


Saturday, May 14, 2011

ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების წევრების ვიზიტი ბოლნისის "ჭაღარაში"

 
  30 აპრილს ქ. ბოლნისის მოხუცთა თავშესაფარ "ჭაღარა"-ს ეწვივნენ ქვემო ქართლის     სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები. ჭაღარას გადეცა სურსათი და ასევე წიგნები ბიბლიოთეკისთვის. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს კულტურული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოხუცებიც. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმაც. ასევე პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გარდაბნის, რუსთავის და ბოლნისის სკოლებიც. პროექტის მიზანი იყო ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების დაახლოება და მცირედი წვლილის შეტანა მოხუცებულთა ერთი დღის გალამაზებაში, რადგანაც ოდესღაც ყველანი დავბერდებით.

Friday, May 13, 2011

ქ. მარნეულის № 5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა კლუბის წევრები

  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ. მარნეულის № 5 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი. კლუბის წევრები არიან ამავე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შეირჩნენ მათი აქტიურობის მიხედვით.

   
                        კლუბის ხელმძღვანელი: სამოქალაქო განათლების პედაგოგი
                                                          ნუნუ  კიპაროიძე


                                                     
                                                     კლუბის წევრები : 




                    1. თორნიკე ყიყიშვილი
                    2. რეზო აზარაშვილი
                    3. ჯონი ქოჩქიანი 
                    4. ცოტნე შაორშაძე
                    5. თამთა სიხარულიძე
                    6. ზარინა ალიევა
                    7. მარიამ პაპოშვილი
                    8. დავით ბარლიანი
                    9. ბექა ნავერიანი
                   10. დეა გვიანიძე
                   11. გიორგი ხარაზიშვილი
                   12. გიორგი მინაძე
                   13. ვალერი ბერიძე
                   14. მარიამ მაჭარაშვილი
                  15. თამუნა ჩაჩანიძე
                  16. არჩილ შაორშაძე
                  17. გურამი შუკაკიძე
                  18. მარიამ გავაშელაშვილი
                  19. ნინო ქიმაძე
                  20. მარიამ ელოშვილი
                  21. ლეილა მირზოევი
                  22. სულიკო კორძახია
                  23. მარიამ ვარადაშვილი
                  24. თეონა ნაკაიძე
                  25. ანი შერვაშიძე
                  26. თედო ზაკალაშვილი
                  27. თენგო თოფურია
                 28. ვახო ბერიძე
                 29. ვახო ხორბალაძე
                 30. დაური ისმაილოვი


ამ შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას ჩვენი სამოქალაქო კლუბი, რომელიც გეგმავს განახორციელოს რამოდენიმე ღონისძიება ქალაქის და მთლიანად ქვემო ქართლის მასშტაბით.